გიორგი წიტაიშვილის დებიუტი პოზნანის „ლეხში“ შედგა. პოლონეთში სეზონი სუპერთასის მატჩით გაიხსნა, რომელშიც ექსტრაკლასას გასული სეზონის გამარჯვებული „ლეხი“ თავის სტადიონზე თასის მფლობელ „რაკუვს“ დაუპირისპირდა.
„რაკუვმა“, რომლის განაცხადში ვაკო გვილია არ იყო მეტოქეს 2 უპასუხო გოლი გაუტანა. 43-ე წუთზე ანგარიში რაკოვიტანმა გახსნა, ხოლო 54-ე წუთზე მეტოქის კარი ვდოვიაკმა აიღო.
პოზნანელთა სასტარტოში საქართველოს ნაკრების ნახევარმცველებმა ნიკა კვეკვესკირმა და გიორგი წიტაიშვილმა ითამაშეს. პირველმა მოედანზე 2 ტაიმი გაატარა, ხოლო დებიუტანტი წიტაიშვილი 74-ე წუთზე შეცვალეს. მან პირველი ტაიმისთვის დამატებულ მე-3 ყვითელი ბარათი მიიღო, ხოლო კვეკვესკირი 47-ე წუთზე გააფრთხილეს.
მთავარი ნიუსი წიტაიშვილის დებიუტი „ლეხში“ – “რაკუვმა” სუპერთასი გვილიას გარეშე მოიგო