ლუჩანო სპალეტი: „კვარაცხელიამ ფიზიკურად უნდა მოუმატოს“

0
57

„ნაპოლის“ მთავარ მწვრთნელ ლუჩანო სპალეტის მიაჩნია, რომ ხვიჩა კვარაცხელიამ ფიზიკურად უნდა მოუმატოს. მან ამის შესახებ დიმაროში ჩატარებული პირველი ვარჯიშის შემდეგ პრესკონფერენციაზე განაცხადა.
ლუჩანო სპალეტი: კვარაცხელია და ოლივერა ორი მაღალი კლასის მოთამაშეა, რომელთაც ძალიან ვენდობით. ახლა ორივე ინდივიდუალურად ვარჯიშობს, რათა ეტაპობრივად მაქსიმალურ კონდიციებში მივიდნენ. ჩვენ ვიცით ორივეს ფასი და მოხარული ვართ, რომ ისინი ჩვენთან არიან.
კვარაცხელია და ოლივეირა საკმარისად დავტვირთეთ. ორივე ახალი ჩამოსულია, ცოტათი აღელვებულებიც იყვნენ. რა თქმა უნდა, მონდომებულებიც არიან, რათა სწრაფადვე გამოავლინონ თავიანთი თვისებები.
ოლივეირამ მცირე ტრავმა მიიღო და ცოტათი დატვირთვა შევანელეთ. რაც შეეხება კვარაცხელიას, ტესტებზე აღმოჩნდა, რომ ფიზიკურ მომზადებაში მეტი ვარჯიში სჭირდება. თუმცა ჩვენ კარგად ვიცით მისი შესაძლებლობელი და მშვიდად ვართ. კვარაცხელია და ოლივეირა – ეს არის ორი ახალგაზრდა ფეხბურთელი და მათ თავიანთი ხარისხით დაიმსახურეს აქ ყოფნა”.