დავით ხოჭოლავა „კოპენჰაგენთან“ ერთად ახალი სეზონისთვის მზადებას განაგრძობს. დანიის ჩემპიონმა მორიგი ამხანაგური ბელგიის „ბრიუგესთან“ ჩაატარა და 4:2 გაიმარჯვა. საქართველოს ეროვნული ნაკრების მცველმა ხოჭოლავა სასტარტო შემადგენლობაში ითამაშა.
მომავალი სეზონისთვის აქტიურად ემზადება ავსტრიის „ვოლფსბერგერი“, სადაც ჩვენი ეროვნული გუნდის ორი მცველი – ლუკა ლოჩოშვილი და გურამ გიორბელიძემ გამოდიან.
ავსტრიელებმა სპარინგში ჩეხეთის პრაღის „სპარტას“ 1:0 აჯობეს. ორივემ ქართველმა შეცვლაზე ითამაშა – ლოჩოშვილი მოედანზე მე-60 წუთზე შევიდა, ხოლო გიორბელიძე – 83-ეზე.
