პრამიერ ლიგაში ხანგრძლივი პაუზის შემდეგ დაბრუნებულმა „ნოტინგემ ფორესტმა“ მიუნხენის „ბაიერნიდან“ მცველი ომარ რიჩარდსი შეიცვალა. ინგლისური კლუბის პრესსამსახურის ინფორმაციით, 24 წლის ფეხბურთელმა 4-წლიანი კონტრაქტი გააფორმა.
„ნოტინგემ ფორესტმა“ ინგლისელ უკანახაზელში 10 მილიონი ევრო გადაიხადა თუ მომავალში მას გაყიდის, გერმანულ გრანდს ტრანსფერის თანხიდან 15% შეხვდება. რიჩარდსი „ბაიერნში“ 2021 წლის ივლისში გადავიდა და მიუნხენელთა მაისურით მხოლოდ 17 მატჩი ჩაატარა, რომლებშიც 1 საგოლე პასი გააკეთა.
მთავარი ნიუსი „ნოტინგემ ფორესტმა“ მცველი „ბაიერნიდან“ იყიდა