„კორინთაინსმა“ კოპა ლიბერტადორესის გათამაშების 1/8-ფინალში „ბოკა ხუნიორსის“ ბარიერი დაძლია. ამ გუნდებს შორის ბრაზილიაში ჩატარებული პირველი მატჩი 0:0 დასრულდა, ხოლო არგენტინაში „ბომბონერაზე“ გამართულ საპასუხო დაპირისპირებაშიც ანალოგიური ანგარიში დაფიქსირდა. პენალტების სერია სან პაულუოელები უკეთესად დაარტყეს.
კოპა ლიბერტადორესის ისტორიაში „კორინთიანსი“ მეორე გუნდი გახდა, რომელმაც „ბოკა“ გათმაშებას არგენტინაში ჩატარებულ შეხვედრაში გამოთიშა. მანამდე, ასეთი რამ მხოლოდ „სანტოსმა“ შეძლოა, სადაც ფეხბურთის „მეფედ“ წოდებული პელე გამოდიოდა, როდესაც 1963 წელს გამართული ფინალში „ბოკა“ სტუმრად დაამარცხა. მაშინ, კოპა ლიბერტადორესის ფინალი ორმატჩიანი იყო.
