“გენტმა” ჩაკვეტაძე “სლოვანში” გაანათხოვრა

0
27

ბელგიის “გენტმა” გიორგი ჩაკვეტაძე ბრატისლავას “სლოვანში” გაანათხოვრა, რომელსაც საქართველოს ეროვნული ნაკრების ყოფილი თავკაცი ვლადიმირ ვაისი წვრთნის.
voetbalkrant.com-ის ინფორმაციით, 22 წლის ქართველმა ფეხბურთელი სლოვაკეთის დედაქალაქშია, სადაც სამედიცინო შემოწმება გაიარა და “სლოვანი” მას ოფიციალურად უახლოს ხანი წარადგენს. ჩაკვეტაძეს “სლოვანში” ორი ქართველი ფეხბურთელი დახვდება – მცველი გურამ კაშია და ნახევარმცველი ჯაბა კანკავა.
“გენტმა” ჩაკვეტაძე 2017 წელს თბილისის “დინამოდან” 1,5 მილიონ ევროდ შეიძინა. საქართველოს ეროვნული გუნდის შემტევმა ნახევრმცველმა ბელგიურ გუნდში ყველა ტურნირზე ჩატარებულ 80 მატჩში 8 გოლი გაიტანა და 18 საგოლე პასი გააკეთა. მან გასული სეზონის მეორე ნახევარი გერმანიის “ჰამბურგში” გაატარა, რომლის შემადგენლობაში მეორე ბუნდესლიგაში 10 ჯერ ითამაშა -მეტოქის კარი 2-ჯერ აიღო და 6 საგოლე გადაცემა მიითვალა.