ლონდონის „ტოტენჰემმა“ „ვეერტონიდან“ თავდამსხმელი რიშარლისონი შეიძინა. ლონდონელთა პრესსამსახურის ინფორმაციით, ბრაზილიის ეროვნული ნაკრების ფეხბურთელმა კონტრაქტი 2027 წლამდე გააფორმა.
ინგლისური მედიის ინფორმაციით, „ტოტენჰემმა“ „ევერტონს“ 50 მილიონი გირვანქა სტერლინგი გადაუხადა და თუ ბრაზილიელი ახალ გუნდში თავს გამოიჩენს, ლივერპულელი ბონუსის სახით დამატებით 10 მილიონს მიიღებენ.
„ევერტონმა“ რიშარლისონი 2018 წელს „უოტფორდიდან“ 35 მილიონ გირვანქა სტერლინგად იყიდა. 25 წლის ბრაზილიელმა ყველა ტურნირში ჩატარებულ 152 მატჩში 53 გოლი გაიტანა.
