საქართველო – ესპანეთის მატჩზე ბილეთების გაყიდვა დაიწყო

0
57

საქართველოს კალათბურთელთა ეროვნული ნაკრები 2023 წლის მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის მესამე ფანჯარაში ესპანეთის ნაკრებს დაუპირისპირდება.
საქართველო-ესპანეთის მატჩის ბილეთების გაყიდვა tkt.ge-ზე უკვე დაიწყო. მაყურებლებისთვის შეთავაზებულია სხვადასხვა კატეგორიის ბილეთი, რომლის ფასი განსაზღვრულია 15 ლარიდან  50 ლარამდე.
მე-2 იარუსი  – 15, 20, 25, 30 ლარიანი ბილეთები.
1-ლი იარუსი – 30, 35-40 და 50 ლარიანი ბილეთები.
საქართველოესპანეთის მატჩი  4 ივლისს,  “თბილისი არენაში” (მის:უნივერსიტეტის ქუჩა N 15ა) 19:00 საათზე გაიმართება.
საქართველოს კალათბურთის ეროვნული ფედერაცია გულშემატკივრებს მოუწოდებს თამაშზე ერთი საათით ადრე მობრძანდნენ. მაყურებლებისთვის „თბილისი არენას“ კარები 18:00 საათიდან გაიხსნება.
თბილისი არენაზე მოსული მაყურებელი  უნდა გაეცნოს და დაეთანხმოს არენაზე ქცევის წესებსა და აკრძალული ნივთების ჩამონათვალს:
➥ არენაზე ქცევის წესები და აკრძალული ნივთები
გულშემატკივრებისთვის გამოყოფილი იქნება დარბაზის ცენტრალური მხრიდან  (უნივერსიტეტის ქუჩა) 4 შესასვლელი და ყველა მაყურებელმა უნდა ისარგებლოს ბილეთზე დატანილი შესასვლელით.
მაყურებლების ინფორმაციისთვის,  უნივერსიტეტის ქუჩაზე 4 ივლისს, 16:00 საათიდან შეიზღუდება ავტომობილით გადაადგილება და დაშვებული იქნება მხოლოდ ცალმხრივი მოძრაობა პ.ქავთარაძის ქუჩიდან მ.თამარაშვილის ქუჩის მიმართულებით.
გულშემატკივრებს ავტომობილების პარკირება შეეძლებათ მაცხოვრის ამაღლების ეკლესიისა და თსუ ბიბლიოთეკის მიმდებარე ტერიტორიებზე.
უგულშემატკივრეთ საქართველოს კალათბურთელთა ნაკრებს!  #WinForGeorgia.
მატჩის პირდაპირ ტრანსლაციას განახორციელებს საქართველოს პირველი არხი – www.1tv.ge