გიორგი წიტაიშვილი კარიერას პოლონეთის ჩემპიონ პოზნანის „ლეხში“ განაგრძობს. უკრაინული მედიის ინფორმაციით, საქართველოს ეროვნული ნაკრების ფეხბურთელმა ფიფას მიერ რუსეთში და უკრაინაში მოასპარეზე ლეგიონერებთან დაკავშირებით მიღებული წესით ისარგებლა, რის შედეგად კიევის „დინამოსთან“ კონტრაქტი ერთი წლით შეაჩერა.
მას კიევური კლუბის ხელმძღვანელებთან კონფლიქტი არ აქვს და ყველაფერს მათთან შეთანხმებით აკეთებს. ის „ლეხში“ ერთწლიანი იჯარით გადავა. წიტაიშვილმა „დინამოს“ საწვრთნელი შეკრება უკვე დატოვა და „ლეხს“ მალე შეუერთდება.
წიტაიშვილმა გასული სეზონი პოლონურ კრაკოვის „ვისლაში“ დაასრულა, რომელიც ექსტრაკლასადან გავარდა. შეგახსენებთ, რომ „ლეხში“ საქართველოს ნაკრების ვიცეკაპიტანი ნიკა კვეკვესკირი თამაშობს.
მთავარი ნიუსი კიევის „დინამომ“ წიტაიშვილი „ლეხში“ გაანათხოვრა