პსჟ-მ „პორტუდან“ ნახევარმცველი ვიტინია შეიძინა. იტალიელი ჟურნალისტის ფაბრიციო რომანოს ინფორმაციით, პორტუგალიელი ფეხბურთელი პარიზშია, სადაც სამედიცინო შემოწმება წარმატებით გაიარა და მისი ტრანსფერის შესახებ პარიზული გრანდი ოფიციალურად უახლოეს ხანში განაცხადებს.
„პორტუ“ 22 ფეხბურთელის სანაცვლოდ, რომელიც პარიზელებთან კონტრაქტს 2027 წლამდე გააფორმებს, 40 მილიონ ევროს მიიღებს.
ვიტინია „პორტუს“ აღზრდილია და პირველ გუნდში 2019 წლიდან თამაშობდა. მან პორტუგალიური გრანდის შემადგენლობაში ყველა ტურნირში 59 მატჩი ცაატარა და 4 გოლი გაიტანა.
