„ლილს“ პაულუ ფონსეკა გაწვრთნის

0
32

საფრანგეთის ლიგა 1-ის ერთ-ერთი წამყვანი კლუბის „ლილის“ მთავარი მწვრთნელი პაულუ ფონსეკა გახდა. 49 წლის პორტუგალიელმა სპეციალისტმა 2-წლიანი კონტრაქტი გააფორმა.
ფონსეკა 2019-2021 წლებში „რომას“ ავარჯიშებდა, ხოლო მანამდე 3 წელიდან დონეცკის „შახტარს“ თავკაცობდა. მას ასევე „ავეში“, „პასუშ ფერეირა“, „პორტუ“ და „ბრაგა“ გაუწვრთნია.
ფონსეკამ „ლილში“ ჟოსლენ გურვენეკი შეცვალა, რომელიც გუნდს გასული წლის ზაფხულიდან წვრთნიდა. მისი გაშვების მიზეზი არადამაკმაყოფილებელი შედეგი იყო, რადგან „ლილმა“ ჩემპიონატში მე-10 ადგილი დაიკავა.