ესპანეთის ეროვნული ნაკრების თავდამსხმელმა ალვარო მორატამ ტურინის „იუვენტუსი“ დატოვა. ამის შესახებ იტალიური კლუბის პრესსამსახური იუწყება:
„ალვარო მორატას თავგადასავალი „იუვენტუსში“ დასრულდა. ესპანელი თავდამსხმელი, რომელიც ბოლო ორი სეზონი მადრიდის „ატლეტიკოდან“ იჯარით თამაშობდა, „ბიანკონერის“ რიგებს მეორედ ტოვებს და „ატლეტიკოში“ ბრუნდება.
როდესაც „იუვენტუსში“ ალვაროს მეორე მოგზაურობა დაიწყო, ის ტურინში როგორც პატარა ბიჭი არ დაბრუნებულა, რომელსაც თავისი მომავალი უნდა აეწყო, არამედ, გამოცდილი მამაკაცი მოვიდა, რომელსაც შეუძლია მიიღოს ის წარსული, რაც არასოდეს გავიწყდევა და ახალი დაუვიწყარი მომენტით იცხოვროს. ალვარო მომავალში წარმატებას გისურვებთ და მადლობა ყველაფრისთვის!“.
მორატამ „იუვენტუსში“ ბოლო ორ სეზონში ყველა ტურნირში ჩატარებულ 67 მატჩში 20 გოლი გაიტანა და იტალიის თასი მოიგო. ესპანელ ფეხბურთელს „ატლეტიკოსთან“ კონტრაქტი 2023 წლის 30 ივნისამდე აკავშირებს.