ხვიჩა კვარაცხელია: „მსოფლიო ან ევროპის ჩემპიონატზე მალე ვითამაშებთ“

0
70

ხვიჩა კვარაცხელიას მიაჩნია, რომ საქართველოს ეროვნულ ნაკრებს მსოფლიო ან ევროპის ჩემპიონატზე გასვლა შეუძლია. 21 წლის გარემარბმა, რომელიც კარიერას „ნაპოლიში“ განაგრძობს, ამის შესახებ ბათუმში ჩასულ sport-express.ru-ს ჟურნალისტთან ისაუბრა.
ხვიჩა „ნაპოლიში“ გადასვლას გილოცავთ. შესაძლოა ითქვას, რომ შენი ოცნება ახდა?
-დიახ.
-შენ სწორედ სერია A-ზე ოცნებობდი?
-დიდ კლუბში თამაშზე ვოცნებობდი. „ნაპოლი“ ერთ-ერთი საუკეთესო კლუბია.
-ბავშვობიდან რომელ კლუბში თამაშზე ოცნებობდი?
-მადრიდის „რეალზე“. თუმცა, ჩემი ოცნება ისედაც ახდა.
-შემდეგი ოცნება რომელია?
-არ ვიცი, ვნახოთ.
-„რუბინსა“ და ლეონიდ სლუცკის როგორ გაიხსენებ?
-მხოლოდ კარგად. სლუცკი კარგი მწვრთნელი და ადამიანია.
-ყაზანური გუნდი და მისი მწვრთნელი თუ დაგეხმარნენ, რომ უფრო გაძლიერებულიყავი და იტალიაში გადასასვლელად მომზადებულიყავი?
-რა თქმა უნდა, ყოველივე ეს დამეხმარა. სლუცკისთან ერთად ბევრს ვმუშაობდი და მისგან ბევრი ვისწავლე.
-„რუბინიდან“ ყველაზე უფრო ვისთან მეგობრობ?
-ვერ ვიტყვი, რომ ვინმე ერთ ფეხბურთელთა ვმეგობრობ. ჩვენ ყველა მეგობრები ვართ.
-რა რეაქცია გქონდა, როდესაც „რუბინი“ პრემიერ ლიგიდან გავარდა?
-„რუბინის“ ის კლუბი არაა, რომელიც პირველ ლიგაში ითამაშებს, რადგან იქ ძალიან ძლიერი მოთამაშეები გამოდიან და გუნდიც კარგია. ვფიქრობ, „რუბინი“ პრემიერ ლიგაში მალე დაბრუნდება და ევროთასებზე ითამაშებსს.
-„რუბინსა“ და „ნაპოლის“ შორის ბათუმის „დინამოში“ თამაში რატომ გადაწყვიტე?
-რადგან ამ დროს საქართველოში თამაში მინდოდა. ამან სარგებელი მომიტანა.
-ალბათ, იმ ფაქტმაც შთაგაგონა, რომ მთელი სტადიონი შენს სანახავად მოდის?
-მხოლოდ ჩემს სანახავად არა. ბათუმში ფეხბურთი ძალიან უყვართ და ხალხი არა ჩემს სანახავად დადიოდა, არამედ – გუნდის.
-„ნაპოლის“ მთავარ მწვრთნელ ლუჩანო სპალეტის თუ ესაუბრეთ? რა ენაზე? რუსულად ხომ არა?
-ინგლისურად.
-რაზე ისაუბრეთ? მას შენი გამოყენება როგორ სურს?
-არ ვიცი, ვერ გეტყვით. თუმცა, მან მითხრა „ნაპოლიში“ გადასვლის შესაძლებლობის შესახებ და რომ ამისთვის მზად უნდა ვყოფილიყავი. სპალეტი ძალიან ძლიერი მწვრთნელია. მასთან მუშაობა მინდა. მისი თქმით სერია A-ში თამაში რთულია და ამისთვის ბევრი უნდა ივარჯიშო.
– საქართველოს ნაკრებმა შენთან ერთად ბოლო მატჩები ძალიან კარგად ჩაატარა. თქვენი გუნდი მსოფლიოს ან ევროპის ჩემპიონატზე როდის მოხვდება?
-მინდა გითხრათ, რომ მალე ითამაშებს.