ტიაგუ მოტა „სპეციადან“ გაუშვეს

0
30

იტალიის ეროვნული ნაკრების ყოფილი ნახევარმცველი ტიაგუ მოტა „სპეციას“ მთავარი მწვრთნელის თანამდებობიდან დაითხოვეს, რის შესახებ კლუბის პრესსამსახური იუწყება.
39 წლის სპეციალისტი „სპეციას“ 2021 წლის ივლისიდან ავარჯიშებდა. გასულ სეზონში მისი ხელმძღვანელობით გუნდმა სერია A-ში 36 ქულა დააგროვა და მე-16 ადგილი დაიკავა.
წარმოშობით ბრაზილიელი, მაგრამ იტალიის მოქალაქე მოტა „სპეციამდე“ ჯერ პსჟ-ს 19 წლამდელღა გუნდს წვრთნიდა, ხოლო შემდეგ „ჯენოას“ უძღვებოდა.