ლუკაკუ „ინტერში“ დაბრუნდა

0
42

რომელუ ლუკაკუ მილანში სამედიცინო შემოწმების გასავლელად ჩავიდა, რის შემდეგ „ინტერთან“ კონტრაქტს 2022-2023 წლების სეზონის ბოლომდე გააფორმებს.
„ძალიან მიხარია „ინტერში“ დაბრუნება“ – იუწყება ბელგიის ეროვნული ნაკრების ფორვარდის ნათქვამს იტალიელი ჟურნალისტი ნიკოლა სკირა.
ლუკაკუს ლონდონის „ჩელსისთან“ მოქმედი კონტრაქტი 2026 წლამდე აკავშირებს, ხოლო „ინტერში“ იჯარით ითამაშებს.
„ჩელსიმ“ ლუკაკუ შარშან „ინტერიდან“ 97,5 მილიონ გირვანქა სტერლინგად შეიძინა, რაც ინგლისური კლუბისთვის ფეხბურთელის ტრანფერში გადახდილი სარეკორდო თანხაა. მან „ჩელსი“ მაისურით ყველა ტურნირში ჩატარებულ 44 მატჩში 15 გოლი გაიტანა.
ბელგიელი ფორვარდი „ინტერში“ 2019-20221 წლებში გამოდიოდა და 95 შეხვედრაში მეტოქეთა კარი 65-ჯერ აიღო.