იოვიჩი სერია A-ში ითამაშებს

0
31

ლუკა იოვიჩი კარიერას იტალიის სერია A-ში განაგრძობს. ჟურნალისტ ჯანლუკა დი მარციოს ინფორმაციით, მადრიდის „რეალი“ 24 წლის სერბი თავდამსხმელის ფლორენციის „ფიორენტინაში“ განათხოვრებას დათანხმდა. ფლორენციელებს ფეხბურთელის გამოსყიდვის უფლება არ აქვთ, ხოლო იოვიჩს ხელფასის ნაწილს ესპანური გრანდი გადაუხდის.
იოვიჩი „ფიორენტინაში“ პოლონელი თავდამსხმელის კშიშტოფ პიონტეკის შემცვლელად განიხილება, რომელიც გასულ სეზონში იტალიელებმა ბერლინის „ჰერტადან“ ინათხოვრეს.
სერბეთის ეროვნული ნაკრების ფორვარდი „რეალმა“ 2019 წელს ფრანკფურტის „აინტრახტიდან“ 63 მილიონ ევროდ შეიძინა. თუმცა, ტრანსფერმა აშკარად არ გაამართლა, რადგან იოვიჩმა განვლილ პერიოდში მადრიდელთა შემადგენლობაში ყველა ტურნირში მხოლოდ  51-ჯერ და 3 გოლი გაიტანა.