ცნობილი ფრანგი სპეციალისტი რუდი გარსია „ალ ნასრისს“ გაწვრთნის, რის შეახებ საუდის არაბეთის კლუბის პრესსამსსახური იუწყება. 58 წლის გარსიას მიერ „ალ ნასრისთან“ გაფორმებული კონტრაქტის დეტალები არ გასაჯაროებულა.
„ალ ნასრის“ დირექტორთა საბჭოს თავჯდომარე მუსლი ალ მუამარმა კონტრაქტი ფრანგ სპეციალისტ რუდი გარსიასთან გააფორმა, რომელიც ძირითად გუნდში იმუშავებს. მას წარმატებას ვუსურვებთ“ – იუწყება კლუბის პრესსამსახური.
გარსია 2019 წლის ოქტომბრიდან 2021 წლის მაისამდე „ლიონში“ მუშაობდა. მანამდე, ის „დიჟონს“, „ლე მანს“, „ლილს“, „რომას“ და „მარსელს“ ავარჯიშებდა,