საფრანგეთის ლიგა 1-ში მოასპარეზე „ლორიანის“ მთავარ მწვრთნელად რეჟის ლე ბრი დანიშნეს, რომელიც მანამდე კლუბის აკადემიის დირექტორი იყო. ლორიანელთა პრესსამსახურის ინფორმაციით, 46 წლის სპეციალისტმა სამწლიანი კონტრაქტი გააფორმა. დე ბრისი აკადემიის დირექტორობამდე „ლორიანი B“-ს მწვრთნელი იყო.
„ლორიანის“ ხელმძღვანელებმა ახალი თავკაცის ძებნა მას მერე დაიწყეს, რაც გასულ კვირასის კრისტოვ პელისტიე დაითხოვეს, რომელიც გუნდს 2019 წლიდან წვრთნიდა, მისი ხელმძღვანელობით „ლორიანი“ ლიგა 1-ში მე-16 ადგილზე გავიდა.
