საქართველოში სპარინგ-მატჩების ჩასატარებლად ჩამოსული თურქეთის 18-წლამდელთა ნაკრებმა, რომელიც “ა” დივიზიონის წევრია, ქართველ თანატოლებთან 2 შეხვედრა გამართა. პირველი მატჩი 27 ივნისს ოლიმპიურ სასახლეში გაიმართა, რომელიც თურქებმა დაძაბულ ბრძოლაში, 6 ქულით მოიგეს. მეორე შეხვედრა ოთხშაბათს გაიმართა და ქართველების გამარჯვებით – 79:74 დასრულდა.
დავით როგავას გაწვრთნილი გუნდი მე-3 პერიოდში 16 ქულით აგებდა, თუმცა ბრძოლისა და თავდადების ხარჯზე საქართველოს 18- წლამდელთა ნაკრებმა თამაშის შემოტრიალება მოახერხა და ხმაურიანი გამარჯვება მოიპოვა.
კალათბურთი საქართველომ თურქეთი დაამარცხა