ტაბატაძე „სიონიდან“ „აკჟაიკში“ წავიდა

0
32

თომა ტაბატაძემ ბოლნისის „სიონი“ დატოვა და კარიერას ყაზახეთის პრემიერ ლიგაში განაგრძობს. sports.kz იუწყება, რომ 30 წლის თავდამსხმელმა კონტრაქტი „აკჟაიკთან“ მიმდინარე წლის ბოლომდე გააფორმა. ტაბატაძემ მიმდინარე სეზონი ბოლნისის „სიონში“ დაიწყო, სადაც კრისტალბეთ ეროვნულ ლიგაში 17-ჯერ ითამაშა და 3 გოლი გაიტანა.
ის კარიერის განმავლობაში აგრეთვე ლატვიის „ოლიმპსში“, ლიეტუვას „კრუოაიაში“, თურქეთის „სომასფორში“, „რუსთავში“ და „საბურთალოში“ გამოდიოდა.