ელგუჯა ლობჯანიძე ყაზახეთში ბრუნდება

0
55

ელგუჯა ლობჯანიძე კარიერას ისევ ყაზახეთში განაგრძობს. sports.kz-ს ინფორმაციით 29 წლის თავდამსხმელი კარეირას „ყიზილ-ჟართან“ გააფორმებს. პეტროპავლოვსკის კლუბს კონფერენს ლიგის საკვალიფიკაციო ეტაპისთვის გამტანი ფორვარდი სჭიდერდებოდა და არჩევანი სწორედ ლობჯანიძეზე შეაჩერა, რომელმაც მიმდინარე სეზონში კრისტალბეთ ეროვნულ ლიგაში ბათუმის „დინამოს“ შემადგენლობაში ჩატარებულ 11 მატჩში 1 გოლი გაიტანა.
ლობჯანიძე 2019-2021 წლებში ყაზახეთის პრემიერ ლიგაში „ტარაზში“ (22 მატჩში 8 გოლი), „კაისარში“ (13 მატჩი 8 გოლი) და „ტობოლში“ (22 მატჩში 4 გოლი) გამოდიოდა.