მეცხრე ადგილი ლისაბონში

0
48

საქართველოს შვიდკაცა ნაკრებმა რაგბი ევროპის პირველ, ლისაბონის ეტაპზე მხოლოდ ერთი თამაში მოიგო და მე-9 ადგილი დაიკავა.
წელს ჩემპიონატი განსხვავებული სისტემით ჩატარდა. 10 გუნდი ორ ჯგუფად გაიყო და თითოეულ მონაწილეს ჯგუფურ ეტაპზე ოთხი თამაშის გამართვა უწევდა, დაკავებული ადგილის მიხედვით კი ერთის პლეი ოფში.
პირველ ორ შეხვედრაში ჩვენი შვიდკაცა პორტუგალიას და ბელგიას თანაბრად ებრძოლა, მაგრამ მეტოქეებმა შეცდომები უკეთ გამოიყენეს და თითო გარდასახული ლელოს სხვაობით მოიგეს – პორტუგალიამ 19:12 და ბელგიამ 14:7. დღის ბოლო მატჩში ესპანეთი დომინირებდა და 38:7 გაიმარჯვა.
მეორე დღე ჩეხებთან მატჩით დაიწყო და 12:0 დავწინაურდით, მაგრამ მერე ელემენტარული შეცდომები დავუშვით და 4 ლელო მივიღეთ – 12:24. მე-9 ადგილისთვის საქართველოს 7-კაცა პოლონეთს შეხვდა, ხუთი ლელო გაუტანა და 27:12 მოგებით მე-9 ადგილი დაიკავა.
რაგბი ევროპის ჩემპიონატის მეორე ეტაპს პოლონეთი, კრაკოვი 1-3 ივლისს მასპინძლობს, 16-17 ივლისს კი მსოფლიო თასის შესარჩევი ტურნირი რუმინეთში, ბუქარესტში გაიმართება.

საქართველოს 7-კაცა რაგბი ევროპის ჩემპიონატის ლისაბონის ეტაპზე
თემურ კოხოძე (აია), ირაკლი სიმსივე (აია), გიორგი კოშაძე (ხარები), ნიკოლოზ გიგაური (ყაზბეგი), გიორგი ჯობავა (ხვამლი), იაგო ხაბულიანი (არესი), ლადო მიმინოშვილი (არმია), გიორგი გელაშვილი (არმია), ნიკოლოზ რეხვიაშვილი (ყოჩები), პაატა ბურჭულაძე (ხარები), ლევან ქუშაშვილი (ყაზბეგი), ხვიჩა ჯგერენაია (ტიმიშუარა), ლევან ნარიმანიძე (ხარები).
მწვრთნელები: გია ლაბაძე, ბესიკ ხამაშურიძე