თბილისის “დინამო” ახალგაზრდა ნახევარმცველები ნოდარ ლომინაძე და გიორგი გვიშიანი სეზონის დასრულებამდე იჯარის წესით “გაგრაში” ითამაშებენ.
მიმდინარე სეზონში 20 წლის ნოდარ ლომინაძემ “დინამოს” შემადგენლობაში ცხრა მატჩი გამართა და სასტარტო შემადგენლობაში 3-ჯერ მოხვდა. რაც შეეხება გიორგი გვიშიანს, მან ამ სეზონში პირველ გუნდში 2-ჯერ ითამაშა. 18 წლი გვიშიანი “გაგრაში” იჯარით გაულ სეზონშიც თამაშობდა და კრისტალბეთ ეროვნული ლიგის 13 მატჩში 4 გოლი გაიტანა.
მთავარი ნიუსი “დინამომ” ლომინაძე და გვიშიანი გაანათხოვრა