გიორგი ცინცაძე ნაკრებს დაუბრუნდა

0
97

საქართველოს კალათბურთელთა ნაკრები მსოფლიო 2023 წლის ჩემპიონატის საკვალიფიკაციო მატჩისთვის უკრაინასთან მზადებას სრული, 17-კაციანი შემადგენლობით აგრძელებს. ეს შეხვედრა 1-ელ ივლისს ლატვიის დედაქალაქ რიგაში ჩატარდება. 4 ივლისს ჩვენი ეროვნული გუნდი თბილისის ახლადაშენებულ 10 ათასიან სპორტის სასახლეში ესპანეთს გაეჯიბრება.
ოპერაციისა და აღდგენითი პროცესის გამო გამოწვეული ხანგრძლივი პაუზის შემდეგ ნაკრებთან ერთად ვარჯიშობს გამოცდილი გამთამაშებელი გიორგი ცინცაძე.
საქართველოს ნაკრების შემადგენლობა: გიორგი ცინცაძე, გივი ბაქრაძე, ლუკა მაზიაშვილი, რატი ანდრონიკაშვილი, თად მაკფადენი, კახაბერ ჯინჭარაძე, მერაბ ბოქოლიშვილი, დუდა სანაძე, ბექა ბურჯანაძე, მიხეილ ბერიშვილი, გიორგი კორსანტია, ალექსანდრე ფევაძე, ბექა ბექაური, თორნიკე შენგელია, გოგა ბითაძე, გიორგი შერმადინი, ილია ლონდარიძე.