მათე ვაწაძემ “გაგრა” ორიმხრივი შეთანხმების საფუძველზე დატოვა, რის შესახებ ნახსენები საფეხბურთო კლუბის პრესსამსახური იუწყება. ის გუნდს მიმდინარე სეზონის წინ შეუერთდა და კრისტალბეთ ეროვნულ ლიგაში ჩატარებულ 19 მატჩში 6 გოლი გაიტანა. 33 წლის თავდამსხმელი კარიერას ბათუმის “დინამოში” განაგრძობს.
ვაწაძე “გაგრას” გარდა, თბილისის „დინამოში“, ნიჟნი ნოვგოროდის „ვოლგაში“, გორის „დილაში“, დანიის „ორჰუსში“, „სილკებორგში“, „ვიბორგში“, თბილისის „ლოკომოტივში“ და ლატვიის „ლიეპაიაში“ გამოდიოდა. მან საქართველოს ნაკრებში 15-ჯერ ითამაშა და 4 გოლი გაიტანა.
