უეინ რუნი „დერბი ქაუნთის“ მთავარი მწვრთნელის თანამდებობიდან წავიდა. ის გუნდს სათავეში 2021 წლის იანვარში ჩაუდგა. მისი ხელმძღვანელობით „დერბი“ ინგლისის ჩემპიონშიფიდან ნაადრევად გავარდა. ამჟამად, კლუბში სერიოზული ფინანსური პრობლემებია.
„ზაფხულში კლუბში მოვლენების განვითარებას თვალს ყურადღებით ვადევნებდი. დღეს კლუბის ხელმძღვანელებს შევხვდი, რათა ჩემი გადაწყვეტილება მეცნობებინა. გულწრფელად გეტყვით, ისინი მის შეცვლას ეცადნენ, მაგრამ ეს ნაბიჯი უკვე გადავდგი. ჩემთვის კლუბში გატარებული დრო ემოციების ზღვა, ასევე აღმაფრენისა და დაცემის პერიოდი იყო. თუმცა, უნდა ვთქვა, რომ ასეთი გამოცდა მომეწონა.
„დერბიში“ ჩემს მუშაობას ყოველთვის სიამაყით გავიხსენებ. მინდა მადლობა გადავუდაო კლუბის პერსონალს, მოთამაშეებს და გულშემატკივრებს წარმოუდგენელი მხარდაჭერისთვის. არასოდეს დამავიწყდებით და ყველა თქვენგანს ისევ გნახავთ უფრო ბედნიერ დროს“ – იუწყება „მანჩესტერ იუნაიტედისა“ და ინგლისის ეროვნული ნაკრების კაპიტნის სიტყვებს „დერბის“ პრესსამსახური.
