გაბრიელ ჟესუსი კარიერას „არსენალში“ განაგრძობს

0
49

ლონდონის „არსენალი“ „მანჩესტერ სიტის“ თავდამსხმელ გაბრიელ ჟესუსის ტრანსფერზე შეუთანხმდა. იტალიელი ჟურნალისტი ფაბრიციო რომანო თავის ტვიტერის გვერდზე იუწყება, რომ „არსენალი“ ბრაზილიელ თავდამსხმელს 45 მილიონ გირვანქა სტერლინგად შეიძენს. 25 წლის ფეხბურთელის ხელფასი ლონდონურ კლუბში კვირაში 200000 გირვანქა სტერლინგი ინება.
ჟესუსს „სიტისთან“ კონტრაქტი 2023 წლის ივნისამდე აკაშირებს. მან გასულ სეზონში მანჩესტერელთა შემადგენლობაში ყველა ტურნირში ჩატარებულ 41 მატჩში 13 გოლი გაიტანა და 12 საგოლე პასი გააკეთა.