აფრასიძე და ნარიაშვილი საფრანგეთის ჩემპიონები არიან

0
52

მიხეილ ნარიაშვილისა და გელა აფრასიძის ‘მონპელიემ’ ტოპ 14-ის ფინალში ლევან ჩილაჩავას ‘კასტრი’ 29:10 დაამარცხა და საფრანგეთის ჩემპიონი გახდა.
‘მონპელიეს’ ტოპ 14-ის ფინალი ორჯერ ქონდა ნათამაშები – 2011 და 2018 წლებში, თუმცა წინა ორივე შემთხვევაში მარცხი განიცადა, ახლა კი სანუკვარი ჯილდო პირველად მოიპოვა.
ჩემპიონის რიგებში აფრასიძემ შეცვლაზე 58-ე წუთიდან ითამაშა. ტრავმის გამო არ უთამაშია მიხეილ ნარიაშვილს. ‘კასტრის’ რიგებში შეცვლაზე 52-ე წუთზე შევიდა ლევან ჩილაჩავა.