უეფამ „შერიფს“ ჩემპიონთა ლიგის პირველ საკვალიფიკაციო ეტაპზე ბოსნიის „ზრინკისთან“ ტირასპოლში საპასუხო მატჩის ჩატარება აუკრძალა. თავისი გადაწყვეტილება ევროპის ფეხბურთის მმართველმა ორგანიზაციამ ასე განმარტა:
„გადაწყვეტილიება დაფუძნებულია მოსაზრებებზე დ დასკვნებზე, რომლებიც იმ სააგენტოებმა გააკეთეს, ვინც საერთაშორისო პოლიტიკურ და სტრატეგიულ ანალიზზე სპეციალიზირდება, რომლებსაც უეფა ადმინსიტრაცია პრიდნესტროვიაში არსებული სიტუაციის შეფასებისას გაეცნო“.
უეფა „შერიფს“ ევროთასებზე მატჩების ჩასატარებლად ალტერნატიულ სტადიონს შესთავაზებს, რომელიც უეფას ყველა სტანდარტს შეესაბამება და მოლდოვური გუნდი იმ არენაზე მანამდე ითამაშებს, ვიდრე ეს აკრძალვა ძალაში იქნება.
„შერიფსა“ და „ზრინსკის“ შორის შეხვედრა 13 ივნისს გაიმართება.
შეგახენებთ, რომ „შერიფის“ დირექტორი ქართველი ვაჟა თარხნიშვილია, რომელიც კლუბი ისტორიაში ყველაზე ტიტულიანი ფეხბურთელია.
