ნოდარ ქავთარაძე კარიერას ქუთაისის „ტორპედოში“ განაგრძობს. ქუთაისელთა პრესსამსახურის ინფორმაციით, 29 წლის ნახევარმცველი უკვე გუნდთან ერთად ვარჯიშობს.
მან მიმდინარე სეზონი თბილისის „საბურთალოში“ დაიწყო, რომელსაც 18 ივნისს დაემშვიდობა. ის „ტორპედოში“ 2019 წლის სეზონში გამოდიოდა და 20 შეხვედრაში მეტოქეთა კარი 7-ჯერ აიღო.
მთავარი ნიუსი ქავთარაძე „ტორპედოში“ დაბრუნდა