თბილისის “ლოკომოტივის” ნიდერლანდელი სპეციალისსტი ჯონ ვან ლუნი გაწვრთნის. ამის შესახებ კლუბის პრესსამსახრი იუწყება.
57 წლის ვან ლუნს, მანამდე მთავარ მვრთნელად არასოდეს უმუშავია. ის 1998-2002 წლებში “უტრეხტის” ახალგაზრდული გუნდის მთავარი მწვრთნელის თანაშემწე იყო, ხოლო 2002-2007 წლებში “უტრეხტის” პირველი გუნდის თავკაცის ასისტენტი გახლდათ. ამასთანავე, ის როტერდამის “სპარტაში” მთავარი მწვრთნელის თანაშემწედ მუშაობდა, ნიდერლანდების ქვედა დივიზიონებში რამდენიმე გუნდი – “როდა 46”, “აპელდორნი”, “დოს 37” გაუწვრთნია, ხოლო “ლოკომოტივში” დანიშვნამდე VVZ 49-ს ავარჯიშებდა.
ფეხბურთელობისას ვან ლუნი “უტრეხტში”, “როდაში”, “ანდერლეხტში”, “აიაქსში”, “ფეინოორდში”, “ჰიროშიმაში” და აპოელში გამოდიოდა.
მან “აიაქსის” შემადგენლობაში უეგფას თასი მოიგო, ხოლო “ფეინოორდთან” ერთად ნიდერლანდების ჩემპიონი ერთხელ, ხოლო თასის მფლობელი ორჯერ გახდა. ვან ლუნმა 1985-1090 წლებში ნიდერლანდების ეროვნულ გუნდში 7-ჯერ ითამაშა და 1 გოლი გაიტანა. ის იტალიაში გამართული მსოფლიო 1990 წლის ჩემპიონატის მონაწილეა.
