„გაგრამ“ მარცხიანი სერია გორში შეწყვიტა – „დილა“ გონსალვესმა გადაარჩინა

0
50

„გაგრამ“ ზედიზედ 6 თამაშის წაგების შემდეგ ქულა გორში აიღო. კრისტალბეთ ეროვნული ლიგის მე-19 ტურის პირველ სათამაშო დღეს თორნიკე კირკიტაძის გაწვრთნილი გაგრელები „დილას“ ესტუმრნენ და მიუხედავად იმისა, რომ იგებდნენ, საქმე ბოლომდე ვერ მიიყვანეს.
48-ე წუთზე მასპინძლების მეკარე დანილო კანევცევიც გადაცემის მერე, რევაზ ჩიტეიშვილმა  ვერ დაიმორჩილა ბურთი, რომელიც გიორგი ქობულაძემ ჩაჭრა, ხოლო მათე ვაწაძემ ერთი შეხებით გაიტანა – 0:1.
88-ე წუთზე, წარმოშობით ბრაზილიელმა, მაგრამ საფრანგეთის მოქალაქე ვაგნერ გონსალსვესმა დაახლოებით 29 მეტრიდან საჯარიმო დარტყმა საუცხოოდ შეასრულა და ანგარიში გაათანაბრა – 1:1. გონსალვესი 8 გატანილი გოლით „დილას“ საუკეთესო ბომბარდირია, ხოლო
უკრაინელი ანდრეი დემჩენკოს გაწვრთნილ „დილას“ მიჯრით 6 თამაშია (3 გამარჯვება და 3 ფრე) არ წაუგია და 34 ქულით მესამე პოზიციაზეა, ხოლო „გაგრა“ 18 ქულით მეცხრეა.