
„ნიუკასლმა“ „ბარნლიდან“ მეკარე ნიკ პოუპი შეიძინა. ნიუკასლელთა პრესსამსახურის ინფორმაციით, 30 წლის ფეხბურთელმა 4-წლიანი კონტრაქტი გააფორმა.
Sky Sports-ის ინფორმაციით, „კაჭკაჭებს“ პოუპის ტრანსფერი 10 მილიონი გირვანქა სტერლინგი დაუჯდა. გასულ სეზონში ინგლისის ეროვნული ნაკრების გოლკიპერმა „ბარნლის“ შემადგენლობაში ინგლისის პრემიერ ლიგასი 36 მატჩი ჩაატარა და 47 გოლი გაუშვა. შეგახსენებთ, რომ „ბარნლი“ ჩემპიონშიფში გავარდა, ხოლო პოუპს პრემიერ ლიგაში დარჩენა სურდა, რათა ეროვნულ გუნდში გამოძახების შანსი არ დაეკარგა.
