ლა ლიგის ახალი სეზონის კალენდარი და „ელ კლასიკოს“ თარიღი ცნობილია

0
66

ლა ლიგის 2022-2023 წლების სეზონის კალენდარი ცნობილია. ესპანეთის ფეხბურთის ფედერაციის ოფიციალური ვებგვერდის ინფორმაციით, სეზონი სტარტს მიმდინარე  წლის 14 აგვისტოს აიღებს და მომავალი წლის 4 ივნისს დასრულდემა.
მომავალი სეზონის პირველი „ელ კლასიკო“ 16 ოქტომბერს მადრიდში გაიმართება, სადაც მე-9 ტურში ადგილობრივი „რეალი“ „ბარსელონას“ უმასპინძლებს.
ეს გუნდები ჩემპიონატში მეორედ 2023 წლის 19 მარტს ბარსელონაში ლა ლიგის 26-ე ტურში დაუპირისპირდებიან.
შეგახსენებთ, რომ „რეალი“ გასულ სეზონში ესპანეთის ჩემპიონი 35-ედ გახდა.