ჩერნოგორიელი თავდამსხმელი სტეფან დენკოვიჩი ბათუმის „დინამოში“ აღარ ითამაშებს. ბათუმელთა პრესსამსახურის ინფორმაციით, ფეხბურთელსა და კლუბს შორის კონტრაქტი ორმხრივი შეთანხმების საფუძველზე შეწყდა.
31 წლის დენკოვიჩი „დინამოში“ მიმდინარე სეზონის დაწყებამდე გადავიდა და კრისტალბეთ ეროვნულ ლიგაში ჩატარებულ 4 მატჩში გოლი არ გაუტანია.
