20-წლამდელთა შემადგენლობა იტალიასთან

0
23

დღეს საღამოს იტალიაში 20-წლამდელთა ექვსი ერის ზაფხულის სერიები ა ჯგუფის თამაშებით იწყება, ხვალ კი საქმეში  ბ ჯგუფის გუნდები ჩაერთვებიან, მათ შორის უმცროსი ბორჯღალოსნები.
დღეს 19:00 საათზე ინგლისი სამხრეთ აფრიკას ეთამაშება, 22:00 საათზე კი საფრანგეთი ირლანდიას ერკინება. 25 ივნისს 19:00 საათზე შოტლანდია უელსს დაუპირისპირდება, 22:00 საათზე კი საქართველო მასპინძელ იტალიას შეხვდება.
უმცროსი ბორჯღალოსნების მთავარმა მწვრთნელმა ლადო კილასონიამ სამატჩო რაზმი დაასახელა. განაცხადში 26 მორაგბეა. შერკინების პირველი ხაზი საფრანგეთში მოთამაშე ლეგიონერებითაა დაკომპლექტებული. თამაშს იწყებენ სერგი აბრამიშვილი, ნიკა სუთიძე დაალექსანდრე ქუნთელია. მარქაფიდან პირველ ხაზში შევლენ გიორგი მაისურაძე, გიორგი მამაიაშვილი და ბადრი ციხისთავი.
მეორე ხაზში გუნდის კაპიტან ალექსანდრე ბურდულს პაატა გალდავა შეუწყვილდება, ხოლო მესამე ხაზში თამაშს ლაშა ციხისთავი, ბექა გელხვიძე და ბექა შვანგირაძე იწყებენ. შერკინების მარქაფაში არიან გიორგი კერვალიშვილი, რატი ზაზაძე და გიგი ქურხული.
9 ნომრად თამაშს დავით ხუროშვილი იწყებს, რომელსაც მგეზავი პეტრე ხუციშვილი შეუწყვილდება. ცენტრში გიორგი ჩიქოვანი და თორნიკე კახოიძე დადგებიან, ფრთებზე თამაშს გაგა ქევხიშვილი და შალვა აფციაური იწყებენ, ფულბეკი კი გიორგი ნავროზაშვილი იქნება.
ხაზის მარქაფაში არიან კოტე იაშვილი, მატის მოდებაძე, საბა ლიპარტელიანი, იოანე მეტრეველი და ლუკა სახელაშვილი.
მატის მოდებაძე ბორჯღალოსნების ყოფილი მთავარი მწვრთნელის, გურამ ბურძგლა მოდებაძის შვილიშვილი და ვეტერანი ბორჯღალოსნის, შოთა მოდებაძის შვილია, რომელიც საფრანგეთში ცხოვრობს. 18 წლის მატისი ბაბუის და მამის კვალს გაყვა და ‘მონპელიეს’ ესპუართა გუნდში თამაშობს. ის ბორჯღალოსნების კვართს პირველად მოირგებს.

20-წლამდელთა ექვსი ერის ზაფხულის სერიებზე

25 ივნისი. ტრევიზო. პირველი რაუნდი

იტალია – საქართველო

საქართველო

ხაზი: 15. გიორგი ნავროზაშვილი (არმაზი), 14. შალვა აფციაური (ლელო), 13. თორნიკე კახოიძე (ლელო), 12. გიორგი ჩიქოვანი (ლელო), 11. გაგა ქევხიშვილი (ლელო), 10. პეტრე ხუციშვილი (ლელო), 9. დავით ხუროშვილი (ლელო);

შერკინება: 1. სერგი აბრამიშვილი (სტად ფრანსე, საფრანგეთი), 2. ნიკა სუთიძე (ლა როშელი, საფრანგეთი), 3. ალექსანდრე ქუნთელია (ლა როშელი, საფრანგეთი), 4. ალექსანდრე ბურდული (ნარბონი, საფრანგეთი, კაპ.), 5. პაატა გალდავა (აია), 6. ლაშა ციხისთავი (ლელო), 7. ბექა გელხვიძე (ლელო), 8. ბექა შვანგირაძე (ორიაკი, საფრანგეთი).

მარქაფა: 16. გიორგი მაისურაძე (ლელო), 17. გიორგი მამაიაშვილი (ლელო), 18. ბადრი ციხისთავი (ლელო), 19. გიორგი კერვალიშვილი (ლოკომოტივი), 20. რატი ზაზაძე (არმაზი); 21. კოტე იაშვილი (აკადემია), 22. მატის მოდებაძე (მონპელიე, საფრანგეთი), 23. საბა ლიპარტელიანი (ლელო), 24. გიგი ქურხული (ვეფხვები), 25. იოანე მეტრეველი (ლელო), 26. ლუკა სახელაშვილი (ლოკომოტივი).

მთავარი მწვრთნელი: ლადო კილასონია

მწვრთნელები: თორნიკე ბუბუტეიშვილი, რატი შანიძე

ფიზ. მომზადება: გიორგი ნადარეიშვილი, გივი ნადარეიშვილი

ფიზიო: ირაკლი შაორშაძე, რომან სახოკია

ვიდეო: შავლეგ მახარაშვილი

მენეჯერი: ოთარ იაშვილი

 

ა ჯგუფი

საფრანგეთი

ირლანდია

ინგლისი

სამხრეთ აფრიკა

 

24 ივნისი

ინგლისი – სამხრეთ აფრიკა

საფრანგეთი – ირლანდია

29 ივნისი

საფრანგეთი – ინგლისი

ირლანდია – სამხრეთ აფრიკა

5 ივლისი

საფრანგეთი – სამხრეთ აფრიკა

ირლანდია – ინგლისი

 

ბ ჯგუფი

შოტლანდია

უელსი

იტალია

საქართველო

 

25 ივნისი

შოტლანდია – უელსი

იტალია – საქართველო

30 ივნისი

შოტლანდია – იტალია

უელსი – საქართველო

6 ივლისი

შოტლანდია – საქართველო

უელსი – იტალია

 

ფლეი ოფები. 12 ივლისი