ბათუმის „დინამოს“ მეტოქემ სლოვაკეთის ნაკრების ფორვარდი დაიმატა

0
29

ჩემპიონთა ლიგის პირველ საკვალიფიკაციო ეტაპზე ბათუმის „დინამოს“ მეტოქე ბრატისლავის „სლოვანი“ ძლიერდება.
ბრატისლაველებმა სლოვაკეთის ეროვნული გუნდის ფორვარდი იურაი კუცკა დაიმატეს, რომელმაც გასული სეზონი ინგლისის პრემიერ ლიგის „უოტფორდში“ გაატარა, სადცა 27 მატჩში 1 გოლი გაიტანა და ამდენივე საგოლე პასი გააკეთა. მან კლუბთან 2-წლიანი კონტრაქტი გააფორმა.
„უოტფორდამდე“ 35 წლის ფეხბურთელი პრაღის „სპარტაში“, „ჯენოაში“, „მილანში“, „ტრაბზონსფორში“ და „პარმაში“ გამოდიოდა. ის სლოვაკეთის ნაკრებში 2008 წლიდან გამოდის და 93 შეხვედრაში მეტოქეთა კარი 10-ჯერ აიღო.
შეგახსენებთ, რომ „სლოვანს“ საქართველოს ნაკრების ექსთავკაცი ვლადიმირ ვაისი წვრთნის, ხოლო გუნდში მცველი გურამ კაშია და ნახევარმცველი ჯაბა კანკავა გამოდიან.