ილმაზის უცნაური კონტრაქტი – 2 წელი ფეხბურთელად, 3 წელი მწვრთნელად

0
40

თურქეთის ეროვნული ნაკრების ყოფილი თავდამსხმელი ნიდერლანდების ერედივიზიონში დაბრუნებულ სიტარდის „ფორტუნაშ-ი“ გადავიდა.
სიტარდელთა პრესსამსახურის ინფორმაციით, 36 წლის ფეხბურთელმა 5 წლიანი კონტრაქტი გააფორმა – ის 2 წელი გუნდში ფეხბურთელის რანგში ითამაშებს, ხოლო მომდევნო 3 წელის მწვრთნელად იმუშავებს.
ილმაზი 2020 წლიდან საფრანგეთის „ლილში“ გამოდიოდა, რომლის შემადგენლობაში ყველა ტურნირში ჩატარებულ 72 მატჩში 25 გოლი გაიტანა და 10 საგოლე პასი გააკეთა. ის თავისი ეროვნული გუნდის ღირსებას 2006-2022 წლებში იცვდა და 77 შეხვედრაში მეტოქეთა კარი 31-ჯერ აიღო. ილმაზმა სანაკრებო კარიერა მიმდინარე წლის მარტში პორტუგალიასთან ჩატარებული შეხვედრის შემდეგ დაასრულა.