სუარესი კარიერას „რივერ პლეიტში“ განაგრძობს

0
23

ლუის სუარესი დიდი ალბათობით კარიერას არგენტინაში განაგრძობს. El Observador იუყება Radio Mitre-ზე დაყრდნობით, რომ 35 წლისს თავდამსხმელი ბუენოს აირესის „რივერ პლეიტს“ შეუთანხმდა. ის არგენტინის დედაქალაქში მომავალ უქმეებზე ჩაფრინდება, რათა გარიგება საბოლოოდ დაასრულოს. ამის შემდეგ „რივერ პლეიტი“ ურუგვაის ეროვნული ნაკრების ფორვარდს ოფიციალურად წარადგენს.
სუარესი ახალ კლუბს თავისუფალი აგენტის სტატუსით შეუერთდება, რადგან მადრიდის „ატლეტიკოსთან“ კონტრაქტი ამოეწურა. მან გასულ სეზონში მადრიდელთა შემადგენლობაში ესპანეთის ლა ლიგაში ჩატარებულ 35 მატჩში 11 გოლი გაიტანა და 2 საგოლე პასი გააკეთა.