კორღალიძემ “საბურთალო” დატოვა

0
33

ლევან კორღალიძემ ურთიერთშეთანხმების საფუძველზე“საბურთალოს” მთავარი მწვრთნელის პოსტი დატოვა. მასთან ერთად გუნდს დაემშვიდობა ნიკოლოზ გუშარაშვილი, რომელიც მთავარ მწვრთნელს ეხმარებოდა.
საფეხბურთო კლუბი “საბურთალო” მადლობას უხდის კორღალიძესა და გუშარაშვილს გაწეული სამსახურისთვის და მომავალში წარმატებას უსურვებს.
შეგახსენებთ, რომ 2021 წელს “საბურთალომ” ლევან კორღალიძის ხელმძღვანელობით საქართველოს დავით ყიფიანის სახელობის თასის მოიპოვა.
42 წლის სპეციალისტი “საბურთალოს” 2020 წლის სექტემბრიდან 2021 წლის აპრილამდე, ასევე, 2021 წლის ნოემბრიდან 2022 წლის ივნისამდე ხელმძღვანელობდა.