საბანაძემ “სამგურალთან” კონტრაქტი გაახანგრძლივა

0
87

სამგურალის” ფიზმომზადების მწვრთნელმა ოთარ საბანაძემ კლუბთან კონტრაქტი ორი წლით გაახანგრძლივა. 3 წლის სპეციალისტმა ახალ ხელშეკრულებას ხელი დღეს მოაწერა. ოთარ საბანაძე ,,სამგურალში” 2020 წლიდან მუშაობს.
მანამდე იგი თბილისის ,,დინამოს” აკადემიაში, თბილისის ,,ლოკომოტივში”, ქუთაისის ,,ტორპედოსა” და ,,დინამო-2″ ში მუშაობდა. ის საქართველოს 21 წლამდე ნაკრების ფიზმომზადების მწვრთნელი იყო. ამჟამად კი პარალელურად, საქართველოს 19 წლამდე ნაკრებში მუშაობს.