მაურიციო სარიმ რომის „ლაციოსთან“ კონტრაქტი გაახანგრძლივა. იტალიური გამოცემა Corriere dello Sport-ის ინფორმაციით, ახალი ხელშეკრულება 2025 წლამდე იმოქმედებს.
სარი „ლაციოში“ 2021 წლის ივნისიდან მუშაობს და მას კლუბთან მოქმედი კონტრაქტი 2023 წლამდე აკავშირებდა. 63 წლის იტალიელი სპეციალისტის ხელმძღვანელობით „ლაციომ“ 2021-2022 წლების სეზონში სერია A-ში მე-5 ადგილი დაიკავა და ევროპა ლიგის საგზური მოიპოვა.
სხვათა შორის, ის იანვარში „ლაციოს“ სატრანსფერო პოლიტიკით იმედგაცრუებული იყო. კერძოდ, ჟოვანი კაბრალის ტრანსფერით დარჩა უკმაყოფილო, რადგან მას თავის თანაშემწეებთან ერთად ამ ფეხბურთელის შესახებ ინფორმაცია საერთოდ არ ჰქონდა და მხოლოდ რამდენიმე ვიდეო ნახა, როდესაც „ლაციოს“ ალბანელი სპორტული დირექტორი იგლი ტარე უკვე გარიგებას ასრულებდა.





