„ანტვერპენი“ ვან ბომელმა ჩაიბარა

0
47

ნიდერლანდების ფეხბურთელთა ეროვნული ნაკრების ყოფილი კაპიტანი მარკ ვან ბომელი ბელგიის „ანტვერპენს“ გაწვრთნის. კლუბის პრესსამსახურის ინფორმაციით, 45 წლის სპეციალისტმა კლუბთან 2-წლიანი კონტრაქტი გააფორმა.
ბოლოს ვან ბომელი გერმანიის „ვოლფსბურგში“ მუშაობდა –  2021 წლის ივნისიდან იმავე წლის ოქტომბრამდე. ის 2018-2019 წლების სეზონში პსვ-ს ავარჯიშებდა. გარდა ამისა, „ბარსელონას“, მიუნხენის „ბაიერნის“ და „მილანის“ ექსნახევარმცველს საუდის არაბეთისა და ავსტრალიის ეროვნულ ნაკრებებში მთავარი მწვრთნელის თანაშემწედ უმუშავია.