„ფეინოორდის“ თავკაცი: „ფინალში წაგებით ძალიან იმედგაცრუებული ვარ“

0
37

როტერდამის „ფეინოორდის“ მთავარი მწვრთნელი არნე სლოტი კონფერენს ლიგის ფინალში იტალიის „რომასთან“ (0:1) მარცხის შემდეგ, ძალიან იმედგაცრუებული დარჩა.
„ძალიან დაძაბული თამაში იყო. თავდაპირველად „რომასგან“ განსხვავებით ყველაფერი კარგად გამოგვდიოდა. თუმცა, საგოლე მომენტებს ვერ ვქმნიდით, რაც ნაკლი იყო. ზოგჯერ მოთამაშეები ბურთის განკარგვასთან დაკავშირებით არცთუ საუკეთესო გადაწყვეტილებას იღებდნენ. „რომამ“ გოლის წყალობით დიდი უპირატესობა მიიღო, ხოლო ჩვენთვის ყველაფერი გართულდა.
ფინალის წაგება არცთუ სასიამოვნოა, მაგრამ ჩვენ შევხვდით გუნდს, რომელსაც ჟოზე მოურინიო ავარჯიშებს. მანამდე ჩატარებული მატჩების შემოტრიალება და მოგება მოვახერხეთ, მაგრამ ფინალში იტალიურ გუნდთან მომენტების შექმნა ძალიან რთულია, მით უმეტეს, როდესაც თქვენი მეტოქე ჟოზე მოურინიოა.
ჩვენი გამოსვლა არ მეამაყება და ძალიან იმედგაცრუებული ვარ. ჩვენ ჯილდოს როტერდამში ჩატანა გვსურდა, მაგრამ დავმარცხდით“ – იუწყება სლოტის ნათქვამს უეფას ვებგვერდი.
ფინალში ერთადერთი გოლი 32-ე წუთზე ნიკოლა ძანიოლომ გაიტანა.