მოურინიო: „თავიდანვე ვგრძნობდით, რომ კონფერენს ლიგას მოვიგებდით“

0
30

„რომას“ მთავარმა მწვრთნელმა ჟოზე მოურინიომ კონფერენს ლიგის ფინალში როტერდამის „ფეინოორდთან“ (1:0) გამარჯვების შემდეგ განაცხადა, რომ მისი გუნდი თავიდანვე გრძნობდა, რომ ამ ტურნირში გაიმარჯვებდა.
„ტორინოსთან“ (3:0) მოგების შემდეგ, გასახდელში ბიჭებს ვუთხარი, რომ ჩვენი დასახული მიზანი შევასრულეთ – ევროპა ლიგის საგზური მოვიპოვეთ. ფინალში ჩვენ მოედანზე არა სამუშაოდ, არამედ, ისტორიის დასაწერად გავედით, რაც მოვახერხეთ.
თავიდანვე ვგრძნობდით, რომ კონფერენს ლიგას მოვიგებდით. ტურნირის მსვლელობისას მატჩები სულ უფრო რთულდებოდა, რადგან გამარჯვების პრეტენდენდენტები ისეთი ძლიერი გუნდები იყვნენ, როგორიც „მარსელი“ და „ფეინოორდია“. თუმცა, ჩვენ ტიტულის მოპოვებას ვგეგმავდით, რაც ჩემპიონატში ქულების დაკარგვად გვიჯდებოდა.
„რომაში“ ვრჩები და ამაში ეჭვის შეტანა არ ღირს, მიუხედავად იმისა, ვინც რა უნდა ილაპარაკოს. კლუბს საუცხოო პატიოსანი მეპატრონეები ჰყავს და ეს ისტორია უნდა გაგრძელდეს. ჩვენ ამ პროექტზე მუშაობა უნდა განვაგრძოთ და მომავალი სეზონისთვის განვითარების გეგმა დავსახოთ.
ჩემთვის ყველა საერთაშორისო ჯილდო მნიშვნელოვანია. ევროთასები 5-ჯერ მხოლოდ მე და ტრაპატონიმ მოვიგეთ. ახლა ვაპირებ გამარჯვებით და შვებულებით ჩემს პლაჟზე დავტკბე“ – განაცხადა Sky Sport Italia-სთან საუბარში მოურინიომ, რომელიც ინტერვიუს დროს ატირდა.
ფინალში ერთადერთი გოლი 32-ე წუთზე ნიკოლა ძანიოლომ გაიტანა.