კილიან მბაპე „პარო სენ ჟერმენში“ დარჩა. პარიზულმა კლუბმა საფრანგეთის ეროვნული ნაკრების თავდამსხმელთან კონტრაქტის 2025 წლის ზაფხულამდე გახანგრძლივების შესახებ ოფიცია;ლურად განაცხაადა. მას პსჟ-სთან ხელშეკრულება მიმდინარე წლის 30 ივნისს ეწურებოდა.
მბაპეს შეძენა მადრიდის „რეალს“ სურდა და თითქოს მისი ტრანსფერის საკითხი ესპანურ გრანდში გადაწყვეტილი იყო, მაგრამ 23 წლის ფეხბურთელმა საბოლოოდ პსჟ-ში დარჩენა არჩია.
მბაპე, რომელიც ლიგა 1-ის საუკეთესო მოთამაშედ ზედიზედ მესამედ აღიარეს, საფრანგეთის ჩემპიონატის საუკეთესო ბომბარდირი და ასისტენტი გახდა. მან 35 მატჩში 28 გოლი გაიტანა და 17 საგოლე პასი გააკეთა.





