„მანჩესტერ სიტიმ“ ოფიციალურად დაადასტურა, რომ დორტმუნდის „ბორუსიასთან“ ერლინგს ჰოლანდის ტრანსფერთან დაკავშირებით პრინციპულ შეთანხმებას მიაღწია. ინგლისური კლუბის ოფიციალური განცხადებით, ნორვეგიელი ფეხბურთელი „სიტის“ მაისურს 2022 წლის 1 ივლისიდან მოირგებს.
ახლა მანჩესტერელებს მხოლოდ ფეხბურთელთან პირადი კონტრაქტის დეტალებზე შეთანხმება დარჩა.
მანამდე, ინგლისურ პრესაში გავრცელდა ინფორმაცია, რომ „ბორუსია“ 21 წლის ფეხბურთელში 75 მილიონ ევროს მიიღებს, ხოლო ფეხბურთელის ხელფასი თვეში 350000 გირვანქა სტერლინგი იქნება.
ნორვეგიის ეროვნული ნაკრების ფორვარდი „ბორუსიაში“ „ზალცბურგიდან“ 2020 წლის იანვარში გადავიდა და ყველა ტურნირში ჩატარებულ 88 მატჩში 85 გოლი გაიტანა, პლუს 23 საგოლე პასი გააკეთა.




