თემურ ქეცბაიას გაწვრთნილმა „ანორთოსისმა“ ჩემპიონთა ლიგის საკვალიფიკაციო ეტაპის საგზურის მოპოვების შანსი კვიპროსის ჩემპიონატის ბოლო ტურის წინ შეინრაჩუნა. ზედა ექვსეულის მე-9 ტურში ფამაგუსტელებმა „პაფოსი“ მიიღეს და 1:0 გაიმარჯვეს. მასპინზლებიდან ერთადერთი გოლი 72-ე წუთზე სლოვენიელმა ბლაჟ ვრჰოვეცმა გაიტანა. საქართველოს ნაკრების მეკარე გიორგი ლორიამ შეუცვლელად ითამაშა.
„ანორთოსისს“ 48 ქულა აქვს და მე-4 ადგილზეა. ქეცბაიას გაწვრთნილი გუნდი ბოლო ტურში სტუმრად აპოელს (51 ქულა) შეხვდება, რომელსაც მიმდინარე სეზონში 5 მატჩიდან 4 მოუგო. აპოელში სამი ქართველი ლეგიონერი – თორნიკე ოქრიაშვილი, გიორგი ქვილითაია და ბუბა დაუშვილი გამოდის. გამარჯვების შემთხვევაში „ანორთოსისს“ ვერცხლის მედლების მოგების შესაძლებლობა და მომავალ სეზონში ჩემპიონთა ლიგის საკვალიფიკაციო ეტაპზე თამაშის შანსი ექნება.






