„ბეტისმა“ მამარდაშვილს სამჯერ გაუტანა

0
46

„ვალენსიამ“, რომლის კარს გიორგი მამარდაშვილი იცავს, ესპანეთის ლა ლიგაში ზედიზედ მე-8 მატჩი ვერ მოიგო. 36-ე ტურში ვალენიელებმა სევილიას „ბეტისი“ მიიღეს და 3 უპასუხო ბურთი გაუშვეს.
შეხვედრის პირველი ტაიმი უგოლოდ დასრულდა. 57-ე წუთზე სერხიო კანალესის გადაცემის შემდეგ ვილიან ჟოზე საჯარომოსი მასპინძლების ერთ მცველს გასცდა და ამ დროს მამარდაშვილმაც დატოვა კარი, მაგრამ თავისი გუნდი ვერ გადაარჩინა, რადგან სტუმართა ფორვარდის დარტყმული ბურთი ფეხებს შორის გაუძვრა. საქართველოს ნაკრების გოლკიპერმა კარის დატოვება იჩქარა, რადგან ვილიან ჟოზესთან ახლოს „ვალენსიას“ კიდევ 2 მცველი იყო.
87-ე წუთზე „ბეტისის“ შეტევის დროს საჯარიმოსს გარედან სერხიო კანალესმა დაარტყა და მამარდაშვილმა ბურთს ხელი კი შეახო, მაგრამ „ღამურები“ მეორე ბურთის გაშვებისგან ვერ გადაარჩინა.
90-ე წუთზე ბეტისელებმა საუცხოო კომბინაცია გაითამაშეს და მამარდაშვილი კარისს წინ დარჩენილმა ბორხა იგლესიასმა საბოლოო წერტილი დასვა. „ბეტისმა“ ბოლო სამი მატჩიდან „ვალენიას“ სამივე მოუგო – 2 ჩემპიონატში და ერთი თასის ფინალში.
ვალენსიელებმა ბოლო 10 შეხვედრაში ერთხელ გაიმარჯვეს – 19 მარტს „ელჩესთან“. „ღამურებს“ 44 ქულა აქვთ და 20-გუნდიან ჩემპიონატში მეათეა.