იურგენ კლოპი მეოთხე მწვრთნელია, რომელმაც თავისი გაწვრთნილი გუნდი ჩემპიონთა ლიგის ფინალში გაიყვანა. გერმანელმა სპეციალისტმა პირველად ეს დორტმუნდის „ბორუსიასთან“ (2013) ერთად შეძლო, ხოლო 3-ჯერ – „ლივერპულთან“ (2018. 2019 და 2022 წლებში). მისი ხელმძღვანელობით მერსისადელებმა ევროპის ყველაზე პრესტიჟული საკლუბო ტურნირი 2019 წელს მოიგეს, როდესაც ფინალში ლონდონის „ტოტენჰემი“ 2:1 დაამარცხეს.
გერმანელმა სპეციალისტმა იტალიელების მარჩელო ლიპის და კარლო ანჩელოტის, ასევე შოტლანდიელი ალექს ფერგიუსონი რეკორდი გაიმეორა.
ლიპი ტურინის „იუვენტუსთან“ ერთად ფინალში ზედიზედ 3-ჯერ (1996, 1997, 1998) და ასევე 2003 წელს გავიდა. მან გუნდსი მხოლოდ ერთი ფინალი მოაგებინა 1996 წელს „აიაქსთან“ პენალტების სერიაში.
ფერგიუსონის ხელმძღვანელობით „მანჩესტერ იუნაიტედმა“ ფინალში 1999, 2008, 2009 და 2011 წლებში ითამაშა. ინგლისელებმა ორჯერ გაიმარჯვეს – 1999 წელს „ბაიერნთან“ და 2008 წელს „ჩელსისთან“ პენალტების სერიაში.
ანჩელოტის თავკაცობით „მილანმა“ ფინალში 3-ჯერ ითამაშა – 2003, 2005 და 2007 და 2-ჯერ გაიმარჯვა – 2003 და 2007 წლებში. გარდა ამისა, ანჩელოტიმ „რეალთან“ ერთად ჩემპიონთა ლიგა 2014 წელს მოიგო.
მიმდინარე სეზონში „ლივერპულმა“ ყველა ტურნირში ჩატარებულ 57 გოლში 139 გოლი გაიტანა, რაც გუნდის ახალი რეკორდია.





